რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
ესპანეთმა ჩვენი გმირები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები, მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიის ჯარისკაცები შეურაცხყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრიდან გააძევებს. ეს ცენტრი ზედამხედველობს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის შტაბ-ბინაში ესპანეთს მუდმივი წარმომადგენლობა აქვს.
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის. ისინი, ვინც ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად ისრაელს ესხმიან თავს, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, რეგიონის მომავლის საკითხში ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან. მე არ ვარ მზად, ავიტანო ეს თვალთმაქცობა და ეს მტრობა. არ ვაპირებ, რომელიმე ქვეყანას მივცე უფლება, რომ ჩვენს წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს დაუყოვნებელი ფასის გადახდის გარეშე”, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი იპოვეს
1775833893