ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ერთ-ერთ სოფელზე იერიშისას სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
გლადკოვის ცნობით, სარაკეტო დარტყმა სოფელს მასლოვა პროისტანზე განხორციელდა. როგორც გუბერნატორი აღნიშნავს, ნაწილობრივ დანგრეულია სოციალური ობიექტის შენობა.
„ბიბისის“ რუსული სამსახურის ცნობით, დარტყმა სავარაუდოდ სპორტულ კომპლექსზე განხორციელდა.
გლადკოვის თქმით, ადგილზე საგანგებო სამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან. ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
დასახლება მასლოვა პრისტანი ბელგოროდის წყალსაცავთან მდებარეობს, ქალაქ ბელგოროდიდან 15 კილომეტრში.