1765629268
ბავშვმა დედის ოქროს ყელსაბამი ნაწილებად დაყო და კლასელებს მასთან დამეგობრების სანაცვლოდ დაურიგა (უცხოეთი)
ჩინეთის შანდუნის პროვინციაში ერთმა ბიჭმა მეგობრების გაჩენის უცნაური გზა იპოვა. ამისთვის მან დედის ოქროს ყელსაბამი გამოიყენა. ამ უცნაური ამბის შესახებ წერს South China Morning Post.
რვა წლის მოსწავლემ მალულად აიღო ოქროს ყელსაბამი და ის პატარა ნაწილებად დაყო, შემდეგ კი ეს ნაწილები თანაკლასელებს დაურიგა იმ იმედით, რომ ისინი მასთან იმეგობრებდნენ.
გაირკვა, რომ ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა ოქროს რეალურ ღირებულებაზე, რომელიც ჩინეთში საკმაოდ ძვირია და 1 გრამი დაახლოებით 1,2 ათასი იუანი ღირს. მშობლებმა ყელსაბამის დაკარგვის შესახებ სახლში დამონტაჟებული კამერების დახმარებით გაიგეს, თუმცა უკვე გვიანი იყოს. დანაწევრებული ოქროს ნივთისგან მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. მედიაში არ ვრცელდება ინფორმაცია, დაიბრუნეს თუ არა მშობლებმა შვილის მიერ დარიგებული ოქროს ნაწილები.












