ბარსელონაში შაბათ-კვირას რაც ვიხილეთ, დემოკრატიის გამოვლინება არ არის, ეს სოციალური ქსელების მეშვეობით წაქეზებული ვანდალიზმია - პედრო სანჩესი

პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი შაბათ-კვირას ბარსელონაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სანჩესის განცხადებით, მომხდარი დემოკრატიის გამოვლინება არ არის და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებებით წახალისებულ ვანდალიზმს წარმოადგენს.

„ის, რაც ბარსელონაში ამ შაბათ-კვირას ვიხილეთ, დემოკრატიის გამოვლინება არ არის, ეს სოციალური ქსელების მეშვეობით წაქეზებული ვანდალიზმია. მიმდინარეობს გამოძიება. დაკავებულია 128 ადამიანი, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. მთავრობის პოზიცია მკაფიოა: ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა და სრული მხარდაჭერა პოლიციის თანამშრომლებისა და მეწარმეების მიმართ“, – წერს სანჩესი.

მედიის ცნობით, ბარსელონის ცენტრში სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებით შეკრებილი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა გაძარცვეს მაღაზიები, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ქუჩის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მძიმე საგნები ესროლეს.

✕