1769284719
Axios: აბუ დაბიში, აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, უკრაინასა და რუსეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა
Axios-ის ინფორმაციით, აბუ დაბიში უკრაინასა და რუსეთს შორის არა მხოლოდ აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი, არამედ ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართა.
გამოცემა ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელმა შუამავლებმა ერთობლივი შეხვედრები გამართეს რუს და უკრაინელ მომლაპარაკებლებთან, ხოლო რუსული და უკრაინული მხარეები ასევე შეხვდნენ პირდაპირ, ამერიკელების დასწრების გარეშე.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორდღიანი მოლაპარაკებების დროს ყველა საკითხი განიხილეს და მხარეები გულწრფელად ეძებდნენ გამოსავალს.
უკრაინელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, „მნიშვნელოვანი პროგრესის“ მიუხედავად კვლავ გაურკვეველია ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება.











