ავსტრიის ალპურ რეგიონებში ჩამოწოლილ ზვავებს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა

ავსტრია

დასავლეთ ავსტრიის ალპურ რეგიონებში, ორი ზვავის შედეგად, ხუთი მოთხილამურე დაიღუპა. როგორც Euronews-ი წერს, დაშავებულია კიდევ ორი პირი, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მედიის ცნობით, ოთხი მოთხილამურე ქალაქ ზალცბურგის სამხრეთით ჩამოწოლილი ზვავის შედეგად არის დაღუპული, ერთი კი - ბად ჰოფგაშტაინში.

"ეს ტრაგედია აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულია ზვავებთან დაკავშირებული ამჟამინდელი მდგომარეობა", - აცხადებს ადგილობრივი სამაშველო სამსახურის რაიონის ხელმძღვანელი.