ავსტრალიაში, ოლიმპიური თამაშების ჩატარებას ნიანგებით სავსე მდინარეში აპირებენ

ოლიმპიური თამაშები

ავსტრალიაში, ბრისბენის 2032 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა, კანოესა და კაიაკინგის შეჯიბრების ადგილად კუინზლენდში მდებარე ფიცროის მდინარე დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ მდინარეში ნიანგები ბინადრობენ. ამ გადაწყვეტილებამ სპორტული ფედერაციების პროტესტი უკვე გამოიწვია.

როკჰემპტონში მდებარე ფიცროის მდინარე მარტში გამოცხადდა ოლიმპიური თამაშების ადგილად, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მდინარე არ აკმაყოფილებდა ტექნიკურ სტანდარტებს.

თუმცა, ნიჩბოსნობის მემკვიდრეობის საკონსულტაციო კომიტეტმა (CQ32) სამშაბათს დაადასტურა, რომ მდინარემ გაიარა წინასწარი ტესტირება, რომელიც ორგანიზებული იყო თამაშების დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურისა და კოორდინაციის ორგანოს (GIICA) მიერ.

ავსტრალიის ნიჩბოსნობის ასოციაციამაც განაცხადა, რომ ფიცროის მდინარე საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რადგან მდინარე სავსეა ნაკადულებითა და საშიში მტაცებლებით.

"ნიანგები შეიძლება საერთაშორისო სპორტსმენებისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს“, - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა სარა კუკმა.