აშშ-ში ისრაელელი მძევლების მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

აშშ-ში ისრაელელი მძევლების მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეებს თავს დაესხნენ

აშშ-ში, კოლორადოს შტატ ქალაქ ბოულდერში ისრაელელი მძევლების მხარდამჭერი დემონსტრაციის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

კაცმა დემონსტრაციის მონაწილეების მიმართულებით ისროლა ბოთლი, რომელშიც ცეცხლგამჩენი ნივთიერება იყო მოთავსებული და დაიყვირა „თავისუფლება პალესტინას“. შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მათი ასაკი 67-დან 88 წლამდეა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

FBI-ში მომხდარს „მიზანმიმართული ტერორისტული აქტი“ უწოდეს და გამოძიება დაიწყეს. ეჭვმიტანილი დაკავებულია.