აშშ-ს და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა დადებით გავლენას ალასკაზე გამართული შეხვედრა უკრაინაში სამშვიდობო პროცესზე, მარკო რუბიომ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.

მისივე თქმით, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა მალე შედგება.