ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა! - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1767271666
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ სამ ნავს დაარტყეს.
„პირველი დარტყმის შედეგად ერთი ნავის ბორტზე მყოფი სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა. დანარჩენ ორ ნავზე მყოფი ნარკოტერორისტები წყალში გადახტნენ“, - წერს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა X-ზე.
ABC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმის შემდეგ, სულ მცირე, ექვსი ადამიანი გადარჩა.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ დარტყმის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ატარებს.