აშშ-მა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

აშშ-მა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე პოზიციები დაბომბა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკული სარდლობა მონაწილეობდა.

დაბომბვას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელმაც „ისლამურ სახელმწიფოს“ „ტერორისტი ნაძირალები“ უწოდა და მათ ნიგერიაში უდანაშაულო ქრისტიანების მკვლელობაში დასდო ბრალი.

ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ის განუცხადა, რომ ეს იყო ერთობლივი ოპერაცია. მან არ დააკონკრეტა, იგეგმება თუ არა საჰაერო დარტყმების ახალი სერია. როგორც ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ორივე ქვეყნის ხელისუფლება.