1750577424
აშშ-მა ირანს აცნობა, რომ ბირთვულ ობიექტებზე იერიში ერთჯერადი ოპერაცია იყო - WSJ

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებას დაუკავშირდა და მიანიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე დატყმა ერთჯერადი ოპერაცია იყო და მიზნად თეირანში რეჟიმის შეცვლას არ ისახავდა, - წერს The Wall Street Journal-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მანამდე, 19 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ირანს ორ კვირას მისცემდა აშშ-ის მოთხოვნებზე დასათანხმებლად, თუმცა, უკვე ორი დღის შემდეგ, ტრამპმა ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის ბრძანება გასცა.
„მიზანი იყო ისეთი სიტუაციის შექმნა, რომელსაც არავინ ელოდა“, - განუცხადა გამოცემას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმეკვირიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო და ამ პროცესში პირდაპირი კოორდინაცია ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.