1761825060
აშშ-მა და ინდოეთმა 10-წლიან თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
 
                                                                აშშ-მა და ინდოეთმა 10-წლიან თავდაცვის ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პიტ ჰეგსეტმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა, რაჯნატ სინგჰმა.
ჰეგსეტის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეს ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის წინსვლას, რაც რეგიონული სტაბილურობისა და შეკავების ქვაკუთხედია. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას. ჩვენი თავდაცვის კავშირები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, – წერს ჰეგსეტი.
 
                                                     
                                                     
                                                    










