აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზმა მოაწერეს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.

„დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გვეცოდინება, რისთვის გამოვიყენოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.