პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები
1784587290
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმები უკვე მეცხრე ღამეა, გრძელდება, ხოლო სამიზნეს ირანის სამხედრო საზღვაო სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა.
დარტყმებმა ასევე მოიცვა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სადაზვერვო პუნქტები, საზღვაო შესაძლებლობები, აგრეთვე საკომუნიკაციო ქსელები.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის ჩრდილოეთით აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე ჩამოგდებული ირანული საბრძოლო დრონისგან დარჩენილი, აუფეთქებელი ჭურვის განეიტრალებისას დაიღუპა.
პარალელურად, ირანის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ირანმა „მტრის სამიზნეების“ მიმართულებით რაკეტები გაუშვა.