აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის - „როიტერი“

აშშს გამანადგურებლები

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელ თვითმფრინავს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროს განცხადებით, საუბარია მათ შორის F-16-ის, F-22-ის და F-35-ის ტიპის გამანადგურებლებზე.

ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ გამანადგურებლები თავდაცვით ხასიათსაა და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად გამოიყენება.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პენტაგონში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამასთან, „როიტერს“ კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ შესაძლოა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დამატებითი ამერიკული საზღვაო ხომალდები განათავსონ. ეს ხომალდები ბალისტიკური რაკეტების განადგურებას შეძლებენ.