საშიშია თუ არა მარცხენა მხარეს ძილი - კარდიოლოგის განმარტება
1776975968
აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, შონ პარნელის თქმით, ფელანის გადადგომა ძალაში „დაუყოვნებლივ“ შევიდა.
საზღვაო ძალების მდივანი ხელმძღვანელობს თითქმის ერთ მილიონ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო თანამშრომლებს. მისი მოვალეობები ძირითადად ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს და მოიცავს პოლიტიკის შემუშავებას, პერსონალის რეკრუტირებას, მომზადებას, აღჭურვას, ბიუჯეტის მართვასა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის გემებისა და სამხედრო ობიექტების მშენებლობა-შეკეთებას.
ეს მეორე მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირია, რომელმაც მიმდინარე თვეში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დატოვა. ჰეგსეტის პენტაგონში მისვლის შემდეგ, თანამდებობებიდან გათავისუფლებულია ათზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო პირი, მათ შორის საზღვაო ოპერაციების ხელმძღვანელი და საჰაერო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე.
ჯონ ფელანი, რომელიც სამხედრო სამსახურში მანამდე არ ყოფილა, საზღვაო ძალების მდივნის თანამდებობაზე 2025 წლის მარტში დაინიშნა. როგორც „ბიბისი“ წერს, მანამდე ბიზნესმენი ფელანი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მსხვილი დონორი იყო.