„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გაუარესდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ სანდო ცნობები, მათ შორის, გამოხატვის შეზღუდვის მიზნით სისხლის სამართლის ან სამოქალაქო კანონების აღსრულება ან მათი გამოყენების მუქარა და ასევე, ანტისემიტიზმით მოტივირებული დანაშაულები, ძალადობა ან ძალადობის მუქარა.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ზოგჯერ სანდო ნაბიჯებს დგამდა ადამიანის უფლებების დარღვევის ჩამდენი თანამდებობის პირების გამოსავლენად და დასასჯელად, მაგრამ, ასეთი დარღვევებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა არათანმიმდევრული იყო.