აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებით უკრაინის პერსპექტივები გაუმჯობესდება - კირ სტარმერი

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, უკრაინის პერსპექტივები გაუმჯობესდება აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებით.

უდიდეს მიღწევად დავასახელებდი იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ სანქციების თვალსაზრისით. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ყველა მსხვილი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, შემდეგ ტრამპმა შემოიღო სანქციები ორი მსხვილი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირმა გამოაქვეყნა თავისი უახლესი სანქციების პაკეტი – და ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამან ღრმა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, – აღნიშნა მან.

სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ კვირას ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რა დროსაც განიხილეს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.