აშშ-ის განათლების მდივნის განცხადებით, ამერიკულ უნივერსიტეტებს ათწლეულებია რადიკალური „ვოუქ“ იდეოლოგიით აკონტროლებენ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი ამ იდეოლოგიის დანგრევისთვის იბრძვის

ლინდა მაკმაჰონი

ამერიკის შეერთებული შტატების განათლების მდივნის, ლინდა მაკმაჰონის განცხადებით, ამერიკულ უნივერსიტეტებს ათწლეულებია რადიკალური „ვოუქ“ იდეოლოგიით აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი ამ იდეოლოგიის დანგრევისთვის იბრძვის.

თეთრი სახლის ინფორმაციით, რადიკალური „ვოუქ“ და ტრანსგენდერული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უახლესი წარმატება ბრაუნის უნივერსიტეტია, რომელიც ამიერიდან მხოლოდ ორ სქესს - ქალსა და მამაკაცს აღიარებს და არ დაუშვებს ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობას.

ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს კოლუმბიის და პენსილვანიის უნივერსიტეტებმა.