აშშ-ის ელჩი ისრაელში: თუ საფრანგეთს მართლა სურს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, წინადადება მაქვს - ჩამოჭერით ფრანგულ რივიერის ნაწილი და იქ შექმენით პალესტინის სახელმწიფო

კმ

შეერთებული შტატების ელჩი ისრაელში, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მაიკ ჰაკაბიმ მაკრონს საკმაოდ ხისტი პასუხი გასცა და ისრაელის ტერიტორიის ნაცვლად, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ურჩია.

„წარმოუდგენელი უგუნურობაა გაეროში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით შეხვედრის ინიცირება, მით უმეტეს, რომ ამას თითოეული ისრაელელი ეწინააღმდეგება. 7 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუ საფრანგეთს მართლა სურს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მე მათთვის წინადადება მაქვს. ჩამოჭერით ფრანგულ რივიერის ნაწილი და იქ შექმენით პალესტინის სახელმწიფო. მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ არ შეუძლიათ ასეთი ზეწოლის განხორციელება სუვერენულ ქვეყანაზე. მე მაშფოთებს, რომ ჰგონიათ, ვითომ ამის უფლება აქვთ. ვიმედოვნებ, გადაიფიქრებენ“, - წერს ჰაკაბი.