აშშ-ის აეროპორტებში "შათდაუნის" გამო მასშტაბური შეფერხებებია

aeroporti

"შათდაუნის" გამო, ამერიკის შეერთებული შტატების აეროპორტებში მასშტაბური შეფერხებებია, არის პერსონალის დეფიციტი.

როგორც მედია წერს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მუშაობა შეაჩერა 13 000 ავიადისპეტჩერი ხელფასის გარეშე მუშაობს და შაბათ-კვირას, ნიუ-იორკში, მათი 80% სამსახურში არ გამოცხადდა.

მხოლოდ ერთ დღეში, შაბათს, აშშ-ში დაახლოებით 4 500 ფრენა შეფერხდა და 500-ზე მეტი გაუქმდა.