სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული დოკუმენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომოტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, ევროკომისია ცალკე ანგარიშს, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოაქვეყნებს.
„გასული სამი-ოთხი წლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ, როგორც წესი, გაფართოების ანგარიშში ეს თემები არ შედის. შესაძლოა, ზოგადი საუბარი იყოს, რას აკეთებს საქართველო საზღვრის დაცვისა და კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით – საკითხებზე, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის ნაწილია. ინფორმაციული თვალსაზრისით, გარკვეული გადაკვეთა შეიძლება იყოს, თუმცა ევროკომისიის რეკომენდაცია ამ ანგარიშში არ იქნება. ეს ანგარიშის მიზანი არ არის. ამ შეფასებებს ევროკომისიისგან სხვა ანგარიშში მოვისმენთ, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოქვეყნდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.