აშშ ახლო აღმოსავლეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, სამხედრო ობიექტებს არ მიუახლოვდნენ

აშშ-ს არმია

საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ გაავრცელა უსაფრთხოების განგაში, რომელშიც სამეფოში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს რეგიონში სამხედრო ობიექტებს მაქსიმალურად მოშორდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკელებმა და აშშ-ის მისიის თანამშრომლებმა „გამოიჩინონ გაზრდილი სიფრთხილე და შეზღუდონ არასაჭირო მგზავრობა ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე“.

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ ირანში ვითარების გამწვავების ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს. მედიის ინფორმაციით, შტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თეირანმა რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზები, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დაბომბოს.