აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს

აშშ დროშა

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედრო პერსონალის გაგზავნას გეგმავს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საუბარია  კალიფორნიაში ბაზირებულ, დაახლოებით 2 500-მდე  საზღვაო ქვეითზე, ავიამზიდ „ბოქსერისა“ და საზღვაო ქვეითთა 11-ე კორპუსის შემადგენლობაზე.

ამასთან, როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ეს განთავსება დაგეგმილზე სამი კვირით ადრე ხორციელდება.