1759659123
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრა არ იყო პირდაპირი და ხმის მიცემის უფლება საარჩევნო კოლეგიის წევრებს ჰქონდათ.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, არჩევნები 14-დან 3 პროვინციაში არ ჩატარდა.
დადგენილი წესების მიხედვით, 210 კაციან საკანონმდებლო ორგანოში კოლეგიამ დეპუტატების ორი მესამედი აირჩია, ერთ მესამედს კი პრეზიდენტი ალ-შარა წარადგენს.