„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, პორტუგალიაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, შვეიცარიის დელეგაციის წევრმა ისაუბრა.
დანიელ ფაზლერის თქმით, ის პირადად აკვირდებოდა ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც მისი განცხადებით, იდეალურად იყო ორგანიზებული და სამართლიანად ჩატარდა.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა და ეს არ არის ის, რაც სხვა ქვეყნის გადასაწყვეტია, რადგან არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა.
"საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ამიტომ, შვეიცარიას აქვს დაცვის მანდატი და ის ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს საქართველოს სახელით რუსეთში და რუსეთის სახელით საქართველოში. ამიტომ, ჩვენთვის საქართველოში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.
გასულ წელს, მე არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ არჩევნების მეორე დღეს, ბრიფინგის დროს, ყველა დამკვირვებელი შევიკრიბეთ და ერთმანეთს ვკითხეთ, თუ როგორი იყო არჩევნები, დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული, სამართლიანად ჩატარდა და არანაირი დარღვევა არ მომხდარა. არჩევნების შედეგი ბევრ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა. ეს არ არის ის, რაც ჩვენი გადასაწყვეტია - გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობამ მიიღო," - განაცხადა დანიელ ფაზლერმა.