ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა - ნახეთ, დეტალები
1754683252
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო და ის ხელისუფლებაში დარჩენილიყო, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრობლემას უფრო მალე გადაწყვეტდა.
„მათ ძალიან მძიმე ურთიერთობები ჰქონდათ. ისინი დროის უმეტეს ნაწილს ომში ატარებდნენ. მე ვიცნობ ბევრ ადამიანს სომხეთიდან და ორივე ქვეყნიდან, შესანიშნავი ხალხია. ის, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო. ვისურვებდი, ადრე ჩავრთულიყავით. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, მე ამ პრობლემას ოთხი წლის წინ გადავწყვეტდი. იგივე ხელშეკრულება ოთხი წლის წინ გაფორმდებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა ამ პრობლემის გადასაწყვეტად“, - თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში ტრამპმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.