„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან
1771522929
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიუ კოშტა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის ზუსტად, როდის გახდება კიევი ევროკავშირის წევრი.
„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად ფორმალურად დავიწყოთ მოლაპარაკებები და გაფართოების პროცესში წინ წავიწიოთ. ვერ ვიტყვი, ეს იქნება 2027 წელს, ან 2026 წელს, ანდა უფრო გვიან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მომენტუმი არ უნდა დავკარგოთ. უნდა გვესმოდეს, რომ გაწევრიანების პროცესი არის ამ სამშვიდობო პროცესის პატარა ნაწილი. მნიშვნელოვანია მშვიდობის კონსოლიდაცია ომის შემდეგ, მაგრამ სამშვიდობო პროცესი აგრეთვე მომავალი სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო ელემენტია“, - განაცხადა კოშტამ.
მისი განცხადებით, ძალიან შთამბეჭდავია, როცა ომის დროს უკრაინა რეფორმებს ახორციელებს, რათა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.