ანტონიუ გუტერეში ირანში მიმდინარე ძალადობრივი რეპრესიების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც „საერთაშორისო თანამშრომლობის დასრულებას ცდილობენ“.

გუტერეშს კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესი „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების“ ფონზე მიმდინარეობს.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იგი „ღრმად არის შეშფოთებული ირანში მიმდინარე ძალადობრივი რეპრესიების გამო“.

ეს განცხადება მან რამდენიმე საათით ადრე გააკეთა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამდე, რომელიც ირანში შექმნილი ვითარების განსახილველად აშშ-ის მოთხოვნით დაიგეგმა.