ანტონიო გუტერეში ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად

ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელისა და „ჰამასის“ ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად.

როგორც უცხოური მედია წერს, გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რაფაჰში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, გარდაუვალი გახდეს.

გუტერეში მოუწოდებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, რომ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.

შეგახსენებთ, ისრაელის არმიამ რაფაჰში ტერორისტულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა.