ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს. ცაჰალის არმიას მიზანმიმართული იერიშები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე მიაქვს. ომის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, გააგრძელონ რაფაჰზე თავდასხმა, რათა ზემოქმედება მოახდინონ „ჰამასზე“. მძევლების დაბრუნების ნებისმიერ გეგმაზე „ჰამასის“ უარი ისრაელს რაფაჰში ოპერაციის დაწყებას აიძულებს.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ყოველ საპასუხო მოქმედებას და ვცდილობთ ბოლომდე გამოვიყენოთ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების შესაძლებლობა. პარალელურად, ვაგრძელებთ ღაზის სექტორში აქტიურ მოქმედებას და ეს მოქმედება გაგრძელდება“, - განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დენიელ ჰაგარმა.