წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინაში ამერიკელი მსახიობი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩის რანგში ჩავიდა. ის სამედიცინო დაწესებულებებს ეწვია, სადაც ბავშვები მოინახულა.
ადგილობრივი მედია ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯოლის კორტეჟი ერთ-ერთ ბლოკპოსტზე გააჩერეს და მისი დაცვის ერთ-ერთი უკრაინელი წევრი, მობილიზაციის მიზნით, ნიკოლაევის სამხედრო კომისარიატში გადაიყვანეს.
ამის გამო მსახიობს კომისარიატში პირადად მოუწია მისვლა.