„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

ჰამასი და წითელი ჯვარი

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.

„ცაჰალის“ ცნობით, ცხედარი თელ-ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვის გადაასვენეს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 6 ცხედარი.