ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
უნგრეთში არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტში ჩავიდა. ჯეი დი ვენსმა ვიქტორ ორბანის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუხადა, უნგრელ საზოგადოებას კი მოუწოდა არჩევნებში წასვლისკენ.
"მე დღეს აქ იმიტომ ვდგავარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ ევროპას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უნგრეთს. და ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ადამიანთან, რომელმაც ამ ღირებულებების დასაცავად ყველაზე მეტი გააკეთა - ვიქტორ ორბანთან. ჩვენ თქვენით აღფრთოვანებულები ვართ და გვსურს, რომ გადაწყვეტილება თქვენი მომავლის შესახებ ყოველგვარი გარე ძალების ზეწოლისა და კარნახის გარეშე მიიღოთ. მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენულ ნებას. ჩემო მეგობრებო, მიდით საარჩევნო უბნებზე, დაუდექით გვერდით ვიქტორ ორბანს, რადგან ის თქვენს გვერდით დგას და ყველა ამ ღირებულებას იცავს", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
სიტყვით მიმართვის დროს ჯეი დი ვენსმა ტელეფონით დარეკა დონალდ ტრამპთან, რომელმაც ვიქტორ ორბანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ორბანი შესანიშნავი ადამიანია და ის საკუთარ საქმეს საუკეთესოდ ასრულებს.
"მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი. შემიძლია გითხრათ, რომ ის ფანტასტიკური ადამიანია და ჩვენ საოცარი ურთიერთობა გვაქვს. ის თავის საქმეს აკეთებს. დაიმახსოვრეთ: მან არ დაუშვა, რომ სხვები თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ და თქვენი ქვეყნის ოკუპაცია მოეხდინათ, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს — და მათ ამით საკუთარი ქვეყნები დაღუპეს. მან თქვენი ქვეყანა შეინარჩუნა, მან უნგრელი ხალხი თქვენსავე ქვეყანაში შეინარჩუნა და ამით მან შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე ვიქტორ ორბანი ძალიან მომწონს. რომ არ ვთვლიდე, რომ მან კარგი საქმე გააკეთა, ახლა მის მხარეს არ ვიქნებოდი" - განაცხადა დონალდ ტრამპმა.