მინეროლოგი გვირჩევს, დღეს, რომელ საათზე უნდა ავიღოთ წყალი, რომ მას ძალა ჰქონდეს
1768762897
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპის 8 სახელმწიფოსთვის ტარიფების დაწესებას ერთობლივი განცხადებით სენატის ორპარტიული ჯგუფი გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, დანია და ნორვეგია შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეები არიან და მათ მიმართ სატარიფო მუქარა გაუმართლებელია და რომ ეს რუსეთისა და ჩინეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ეს ქვეყნები, ნატოს ფარგლებში, შეერთებული შტატების უახლოესი მოკავშირეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, იღუპებოდნენ და ამერიკა უფრო უსაფრთხო და განვითარებული გახადეს. მათ მიმართ ასეთი რიტორიკა ხელს აძლევს ისეთ მოწინააღმდეგეებს, როგორიც არიან პუტინი და სი ძინ პინი, რომელთაც ნატოში განხეთქილების ნახვა სურთ. ჩვენი მოკავშირეები უკეთესს იმსახურებენ. მოვუწოდებთ ადმინისტრაციას, უარი თქვას მუქარაზე და დიპლომატიას მიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.