რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
გაერო-ში ირანის ელჩი ალი ბაჰრეინი აშშ-თან მოლაპარაკებების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან გვეპარება ეჭვი მოლაპარაკებების სარგებლიანობაში“, – განუცხადა ალი ბაჰრეინიმ ჟენევაში ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს თავის დაცვას აგრესიის დასრულებამდე.
ამასთან, ბაჰრეინიმ აღნიშნა, რომ ირანის მეზობელ ქვეყნებში არსებული რომელიმე ბაზა თუ იქნება გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის ან შეჭრისთვის, თეირანი მას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ მიიჩნევს.