„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
გონჩარენკოს ცნობით, დაკავება უკავშირდება უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დღეს დაწყებულ ოპერაციას, რომელიც მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული.
საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ანტიკორუფციული უწყებების მიერ ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.