ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს

ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ შესაძლოა, გადადგეს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო მანდატი იწურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვადაზე ადრე გადადგეს.

„შესაძლოა, მალე გადავდგე“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს პეკინში ვიზიტის დაწყებისას.

ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და მას „შინაარსს მოკლებული“ უწოდა.