ალბერტაში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, მოქალაქეთა 76.4% კანადიდან გამოყოფას ეწინააღმდეგება

ალბერტა

ალბერტაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 76.4% პროვინციის კანადიდან გამოყოფას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეფერენდუმს კითხვაზე – „უნდა დარჩეს თუ არა ალბერტა კანადის შემადგენლობაში, თუ პროვინციულმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი გამოყოფის შესახებ?“, მხარი 282 340-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 23.6%-ია. მოწინააღმდეგეა 923 078 მოქალაქე.

ამასთან, ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა 56.7% მიიჩნევს, რომ ალბერტას პროვინციის მთავრობამ იმიგრაციაზე კონტროლი უნდა გააძლიეროს.

ცნობისთვის, რეფერენდუმი ალბერტაში 19 ოქტომბერს ჩატარდა.

✕