2026 წლის პირველი სუპერმთვარეობა: მგლის მთვარე და რიტუალი, სიმდიდრის მოსაზიდად - ასტროლოგის რჩევები
1767197354
2026 წლის დადგომისთანავე ნიუ-იორკში ქალაქის ახლად არჩეული მერის ზოჰრან მამდანის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მამდანიმ ათასობით შეკრებილი ადამიანის თვალწინ ფიცი დადო და მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ფიცის დადების ცერემონია მეტროსადგურ „სითი ჰოლში“ გაიმართა.
„ახალ წელს ვულოცავ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს, რომლებიც იმყოფებიან, როგორც აქ, გვირაბში, ისე გვირაბს ზემოთ. ეს არის პატივი და ცხოვრებისეული პრივილეგია“, - განაცხადა მამდანიმ ინაუგურაციის დროს.
მამდანი ნიუ-იორკის მერად ნოემბერში აირჩიეს. ის „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელია. 5 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, მან ხმების 50,4% მიიღო, ხოლო მისმა უშუალო კონკურენტმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენდრიუ კუომომ კი ხმების 41,6% დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ მამდანის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდიოდა. ის მას „კომუნისტს“ უწოდებდა.