თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
1787154836
ახალ რეგიონულ დღის წესრიგში უცხო ძალების ადგილი არის, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა.
ირანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უცხო ძალების ჩარევა რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სწრაფად მცირდება.
ირანის პარლამენტის სპიკერმა ერაყში ვიზიტის დროს გაიხსენა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშგთა კორპუსის“ დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტ ყასემ სოლეიმანი და ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, რომლებიც 2020 წლის იანვარში ბაღდადში აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს.
„ძვირფასო აბუ მაჰდი და ჰაჯ ყასემ, ეს თქვენი ბრძოლისა და თქვენი კურთხეული სისხლის ნაყოფია. ახალ რეგიონულ წესრიგში, უცხო ძალების ჩარევა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სწრაფად მცირდება. აშშ რეგიონიდან საპატიო გასვლას ცდილობს და სიონისტური რეჟიმის პროექტი „მდინარიდან ზღვამდე“ ასევე უშედეგო ოცნებად იქცა. ჩვენი ძმობა ჩვენი ძალაა“, – აღნიშნა ღალიბაფმა.