„ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1777320402
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ დაადანაშაულა და ორშაბათს, რუსეთში ვიზიტისას, ვაშინგტონის მოთხოვნებს „გადაჭარბებული“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„მოლაპარაკებებში პროგრესის გარკვეული ნიშნები შეიმჩნეოდა. თუმცა, ამერიკულმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ მოლაპარაკებების წინა რაუნდმა, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დასახულ მიზნებს ვერ მიაღწია“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს სანქტ-პეტერბურგში ჩასვლისას.
არაღჩიმ დასძინა: „ეს მათი გადაჭარბებული მოთხოვნებისა და არასწორი მიდგომების გამო მოხდა“.