1777147303
აბას არაღჩი აცხადებს, რომ პაკისტანში, ომანსა და რუსეთში მიემგზავრება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ადასტურებს, რომ პაკისტანში მიემგზავრება.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში, ომანის დედაქალაქ მასკატსა და მოსკოვში მიემგზავრება, რათა მჭიდროდ ითანამშრომლოს პარტნიორებთან ორმხრივ საკითხებზე, კონსულტაციები გამართოს რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მეზობლები ჩვენი პრიორიტეტია“, – აცხადებს აბას არაღჩი.
არაღჩის განცხადებაში აშშ-თან მოლაპარაკებების შესაძლო განახლებაზე საუბარი არ არის, თუმცა როგორც ცნობილია, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე ტელეფონით ესაუბრა პაკისტანის მაღალჩინოსნებს.











