წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764358196
აშშ-ში, პენსილვანიის შტატის პროკურორები ორი ქალის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. როგორც გაირკვა, გოგონა მათ მზრუნველობაში იმყოფებოდა. პოლიციამ გოგონას ცხედარი ჩანთაში იპოვა, რომელიც მდინარეში იყო ჩაძირული.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი ბრალდებულები არიან პირველი ხარისხის მკვლელობაში, დამამძიმებელ გარემოში ჩადენილ თავდასხმაში, ბავშვის მიმართ ძალადობაში, მტკიცებულებები გაყალბებასა და გარდაცვლილის დამალვაში.

პოლიციამ ეჭვი მინდობით აღმზრდელ მშობლებში მას შემდეგ შეიტანა, რაც მათ მზრუნველობაში მყოფმა კიდევ ერთმა მინდობით აღზრდილმა ბავშვმა გამომძიებელს განუცხადა, რომ მათ დაინახეს, როგორ სცემეს მშობლებმა გოგონა. შემდეგ მისი ცხედარი ჩანთაში ჩადეს, ჩანთა კი უფრო დიდი ნაგვის ტომარაში მოათავსეს.
გამოძიების შემდეგ პოლიციამ სხვა 4 ბავშვი უსაფრთხო ოჯახებში გადაიყვანა.