რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
ახალი, მასშტაბური კვლევის მიხედვით, ზოგიერთი საკვები დანამატის ხშირი მოხმარება შესაძლოა მაღალი არტერიული წნევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილ რისკთან იყოს დაკავშირებული.
კვლევაში 112 395 ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეთა კვების რაციონს მკვლევრები საშუალოდ 7.9 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და დეტალურად აფასებდნენ, რა საკვებ დანამატებს იღებდნენ ისინი ყოველდღიურად.
მკვლევრებმა 17 ფართოდ მოხმარებული კონსერვანტი შეისწავლეს და მათგან 8 ნივთიერება მაღალი არტერიული წნევის შემთხვევებთან იყო დაკავშირებული:
კალიუმის სორბატი - E202
კალიუმის მეტაბისულფიტი - E224
ნატრიუმის ნიტრიტი - E250
ასკორბინის მჟავა - E300
ნატრიუმის ასკორბატი - E301
ნატრიუმის ერითორბატი - E316
ლიმონმჟავა - E330
როზმარინის ექსტრაქტები - E392
კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც არაოქსიდანტურ კონსერვანტებს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ, ჰიპერტენზიის განვითარების 29%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების - მათ შორის ინფარქტის, ინსულტისა და სტენოკარდიის - რისკი 16%-ით მაღალი იყო, ვიდრე ყველაზე დაბალი მოხმარების ჯგუფში.
ანტიოქსიდანტური კონსერვანტების ყველაზე მაღალი მოხმარება კი მაღალი წნევის 22%-ით გაზრდილ რისკთან იყო დაკავშირებული.
ცალკეულ დანამატებს შორის ყველაზე ძლიერი კავშირი კალიუმის სორბატთან (E202) დაფიქსირდა - მისი მაღალი მოხმარება ჰიპერტენზიის 39%-ით მაღალ რისკთან იყო დაკავშირებული. ლიმონმჟავას (E330) შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25% იყო. ასკორბინის მჟავა (E300) კი არა მხოლოდ ჰიპერტენზიასთან, არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთანაც იყო დაკავშირებული.
თუმცა მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ შედეგები არ ნიშნავს, რომ ეს დანამატები პირდაპირ იწვევს მაღალ წნევას ან გულის დაავადებებს. კვლევა დაკვირვებითია და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ამტკიცებს. მეცნიერებმა სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც სცადეს, თუმცა დამატებითი ექსპერიმენტული კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, ნამდვილად იწვევს თუ არა კონკრეტული დანამატები აღნიშნულ ცვლილებებს.
მკვლევრების ერთ-ერთი შესაძლო ახსნაა, რომ ზოგიერთი კონსერვანტი ორგანიზმში ოქსიდაციურ სტრესზე, ანთებით პროცესებსა და მეტაბოლურ ფუნქციებზე ახდენდეს გავლენას. ამ მიმართულებით კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.
კვლევის ავტორების თქმით, შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ნაკლებად დამუშავებული საკვების არჩევა და ზედმეტი საკვები დანამატების შემცირება ყოველდღიურ რაციონში.