4 დედმამიშვილი კონტეინერში დაიწვა - ტრაგედია საბერძნეთში

დაიწვა

საბერძნეთის ქალაქ კონიცაში ტრაგედია მოხდა - 69, 75, 83 და 88 წლის ოთხი დედმამიშვილი ხანძარს ემსხვერპლა.

ისინი ბოლო 30 წლის განმავლობაში კონტეინერში ცხოვრობდნენ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოჯახმა 1996 წლის ძლიერი მიწისძვრების შედეგად საცხოვრებელი სახლი დაკარგა, რის შემდეგაც ისინი დროებით კონტეინერში დასახლდნენ და წლების განმავლობაში იქ დარჩნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მათ საცხოვრებლის შეცვლისა და დახმარების პროგრამებში ჩართვა შესთავაზეს, ოჯახმა გადასვლაზე უარი განაცხადა.

კონტეინერში მათ ელექტროენერგია და წყალი არ ჰქონდათ, რაც საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო ართულებდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.