15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 25 ბავშვი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარს „შოკის მომგვრელი” და “საშინელი” მოვლენები უწოდა.
ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის თქმით, ფედერალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს შტატს სტიქიური უბედურების შედეგებთან საბრძოლველად დახმარება გაუწიოს.
მისივე განცხადებით, წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში ჩართულია 5 ვერტმფრენი, ასევე მაღალი გამავლობის მანქანები და მაშველები. საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს.
წყალდიდობის შედეგად დატბორილია საავტომობილო გზები, დაზიანდა ხიდები, ქარმა წააქცია ხეები.
სტიქიის გამო შტატში სატელეკომუნიკაციო ხაზები დაზიანებულია, რაც ბევრ ადამიანთან დაკავშირებას ართულებს. ტეხასის შტატის რამდენიმე რეგიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.