15 წლის მოსწავლის მკვლელი 28 წლის შემდეგ დააკავეს - დეტალები

მკვლელობა

აშშ-ში, მონტანას შტატის პოლიციამ გამოავლინა დამნაშავე, რომელმაც 1996 წელს სკოლის მოსწავლე მოკლა. ამის შესახებ CBS News იუწყება.

15 წლის დანიელ ჰაუჩინსი 1996 წლის 21 სექტემბერს სახლში არ დაბრუნდა. მშობლებმა პოლიციას მიმართეს. მალევე გოგონას ცხედარი მდინარეში იპოვეს, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ჰაუჩინსი გააუპატიურეს. დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდა სავარაუდო მკვლელის დნმ, თუმცა მისი ვინაობის დადგენა 28 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

2021 წელს საქმე ხელახლა გაიხსნა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ დნმ-ის კვლევის სპეციალისტებმა შეძლეს სავარაუდო მკვლელის გენეალოგიური ხის აღდგენა. ეჭვმიტანილი იყო 55 წლის პოლ ჰატჩინსონი, რომელიც დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 160 კილომეტრში ცხოვრობდა. 2024 წლის ივლისში დეტექტივებმა იგი დაკითხეს. მამაკაცი უარყოფდა სკოლის მოსწავლის სიკვდილთან კავშირს, თუმცა აშკარად ნერვიულობდა.

მეორე დღეს ჰატჩინსონმა პოლიციაში დარეკა, თქვა, რომ დახმარება სჭირდებოდა, მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმის შედეგებზე გამართულ დეკემბრის პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა და ჰაუჩინსის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ დარწმუნებულები არიან, დანაშაულის ჩამდენი სწორედ ჰატჩინსონი იყო.