"კანონის უზენაესობის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა

თბილისი

"კანონის უზენაესობის ინდექსით" საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა - მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყანა ერთი ადგილით დაწინაურდა და ის 48-ე პოზიციაზეა. ამავე დროს, საქართველო პირველ ადგილს იკავებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

გარდა ამისა, საქართველო, კანონის უზენაესობით საუკეთესო შვიდეულში დასახელდა, საშუალო-შემოსავლიანი კატეგორიის ქვეყნებს შორის.

შესაფასებლად გამოყენებულია 44 ინდიკატორი, რომლებიც 8 ფაქტორის გარშემო ჯგუფდება: კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მმართველობის ზომიერება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, ნორმატიული სამართალწარმოება, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.